LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიწყოთ ახალი წელი, ახალი ფურცლიდან“ – სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მოქალაქეების წერილები მიიტანა

181
Untitled design (3)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მოქალაქეების წერილები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა.

ორბელიანების სასახლეში წერილები თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ მიიტანა.

„ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, ვალია ბებო წერს წერილს პრეზიდენტს“ – ემოციური კადრები საოკუპაციო ხაზიდან

„ქალბატონო სალომე, მოგმართავთ საქართველოს ათასობით მოქალაქის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან.

მოგმართავთ რუსეთთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების სახელით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვალია ბებოს სახელით და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირის, დავით რატიანის დედის, ქალბატონი ნაზის სახელით.

გთხოვთ, შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მივცეთ ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას საშუალება, დავიწყოთ ახალი წელი, ახალი ფურცლიდან.

ჰუმანიზმის პრინციპიდან, ასევე სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია წერილში.

პოპულარულები