LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ხეას მანჩესტერში თამაშის იმედი აქვს

29

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კიპერმა, დავიდ დე ხეამ ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო მატჩში მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც „ფურიო როხამ“ 1:0 მოიგო, გამარჯვებაზე ისაუბრა და მანჩესტერ „იუნაიტედში“ თამაშის სურვილი გამოთქვა.

“დიდებული გრძნობაა. იმედი მაქვს, ახლა საქმე “იუნაიტედშიც” ამეწყობა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს მივიღე. ნაკრებში შესანიშნავი პარტნიორები მყავს” , – აღნიშნა დე ხეამ.

შეგახსენებთ, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დე ხეას შეძენას მადრიდის „რეალი“ ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. თავად ესპანელი კიპერი არ მალავდა, რომ „სამეფო კლუბში“ სურდა თამაში, რის გამოც მანჩესტერ „იუნაიტედის“ თავკაცი ლუი ვან გაალი მას „წითელი ეშმაკების“ რიგებში აღარ ათამაშებს.