მე-7 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
ალექსანდრეს ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.
„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„დე, მჭირდები… მენატრები… ყველას გვენატრები“.
ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას ნომერზე: 555 105 500
დეე, მჭირდები…მენატრები…❤️🫂 ყველას გვენატრები…❤️❤️❤️ 555 105 500 ნათია
Posted by ნათია დიაკვნიშვილი on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025