LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი

394
ავარია

გასულ ღამეს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი აქციაზე მყოფი `შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავარიაში მოჰყვა“. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სადაზღვეო კომპანიამ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ განცხადების ტექსტი დაღუპული ქალის ოჯახის თხოვნით შეცვალა. თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ეწერა, რომ „ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“. 

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“ – „ჯიპიაი ჰოლდინგი“

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

როგორც „ფორტუნას“ თამუნა კუბლაშვილმა უთხრა, დედა აქციას თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად უერთდებოდა.

„არასწორი ინფორმაციაა, არავის არ ვუცემივარ და არანაირად არ მოდიოდა დედაჩემი ჩემს გადასარჩენად.

აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოეხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი,“ – უთხრა „ფორტუნას“ თამუნა კუბლაშვილმა.

ამასთან, გოგონა სოციალურ ქსელში წერს:

„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.

თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!

დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ

იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!

ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – წერს თამუნა კუბლაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g