LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ დღეს გაიგო ჩემს ძმას რომ კორონა ჰქონდა… არც ერთი არ წავიდა კლინიკაში და ყველა გადარჩა – მანანა მანჯგალაძე

13559
77

ჟურნალისტ მანანა მანჯგალაძის ძმამ, რომელიც ექიმია, კორონავირუსი თავადაც დაამარცხა და მის დამარცხებაში ბევრს დაეხმარა.

მანჯგალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ძმის ინფიცირების შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგო დედამ.

„დედამ დღეს გაიგო ჩემს ძმას რომ კორონა ჰქონდა. გავიარე ქარი, ცეცხლი, დამაყენეს კუთხეში და აღარ გამომიყვანეს…. რომ იცოდეთ, რა ძნელია შორს რომ არის და ნახევარზე მეტს არ გეუბნება, ურეკავ და პასუხად გიბრუნებს: კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს და ამ დროს ყველა ეტაპი გაიარა: სისუსტე, სიცხე, კონიუქტივიდი, გემო-სუნის დაკარგავა, სუნთქვის უკმარისობა, ხველება… დიდხანს დარჩა ვირუსი ორგანიზშმი 5 კვირის განმავლობაში და ამის პარარლელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა. 
ზაზა ექიმია, იტალურმა კომპანიამ ბაზა ჩაკეტა და ინფიცირებულითა კლინიკებში არ გადავიდნენ. დარჩნენ “ზაზა ექიმთან” ყველაფერი კარგად დამთავრდა, მე კი გავილახე დღეს. ახლა რა მარტივად ვწერ არადა, რა გავიარეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მანანა მანჯგალაძე. 

„ფორტუნასთან“ მანანა მანჯგალაძემ ძმის, ზაზა მანჯგალაძის შესახებ უფრო მეტი ისაუბრა.

„ჩემი ძმა ექიმია, იტალიაში დაიცვა სადოქტორო. იტალიურ კომპანიაში მუშაობს, ამჯერად კასპიის ზღვაზეა ნავთობმომპოვებელ კომპანიაში, სადაც ბაზის ხელმძღვანელიცაა და მთავარი ექიმიც. 

როდესაც კომპანიაში კორონავირუსი დაფიქსირდა, არც ერთი არ წავიდა კლინიკაში და ყველა გადარჩა, ყველა გამოიყვანა მდგომარეობიდან“, – ამბობს მანანა მანჯგალაძე ჩვენთან საუბარში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები