LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას დასვენება სჭირდება“ – კანიე უესტს ბავშვები სხვა შტატში მიჰყავს

164
20200424-kim-post

39 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ 4 შვილის მოვლა, თვითიზოლაციის პირობებში, ძალიან უჭირს და ამ ყველაფრით საოცრად იღლება.

„იყო ოთხი ბავშვის მასწავლებელი, ეს სიგიჟეა. როდესაც მეცადინეობას ამთავრებენ, სირბილსა და თამაშს იწყებენ, მე ვიმალები. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუმკლავდე, საკუთარი თავისთვის დროს აღარ მრჩება. თუკი ოდესმე მეხუთე ბავშვზე მიფიქრია, ახლა, თვითიზოლაციაში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ ოთხი შვილი, ისედაც უკვე ბევრია“, – განაცხადა კიმ კარდაშიანმა.

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 42 წლის კანიე უესტმა გადაწყვიტა, მეუღლე დაასვენოს და გასულ კვირას ოთხივე შვილთან ერთად ვაიომინგის შტატში , 28 მილიონად შეფასებულ ვილაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოჯახმა ორი, უზარმაზი  ვილა შეიძინა.

საკუთარი ტბა, მთები და კანიონები -კანიე უესტმა 14 მილიონ დოლარად რანჩო შეიძინა (ფოტო)

კანიე უესტი უაიომინგის შტატში კიდევ ერთ რანჩოს Bighorn Mountain Ranch ყიდულობს. რანჩოს ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მიწის ფართობი 2,717 ჰექტარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები