LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის მკვლელობის შემდეგ გოგონამ ხმამაღალი მუსიკის ფონზე მოილხინა – მეზობლები

97

დედის მკვლელობის შემდეგ  18 წლის ირმა ყ. სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ჩავიდა, პროდუქტი და ტკბილეული იყიდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი მუსიკა ხმამაღლა ჩართო, ამის შესახებ „ფორტუნას“ ოჯახის მეზობლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, გოგონას და დედას წლების განმავლობაში მუდმივად ერთად ხედავდნენ, სახლიდან სკოლამდე და შემდეგ ისევ სახლამდე ლუბა ყ. და ირმა ყ. ერთად დადიოდნენ. ბოლო პერიოდში კი დედა-შვილის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან გოგონას ახალი იმიჯი ქალს არ მოსწონდა.

მეზობლები დარწმუნებულები არიან, რომ ირმა ყ. სექტის წევრია, შსს-ს ინფორმაციით კი მკვლელობა რიტუალური იყო.