დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ფილიპმა ქორწინების 70 წლის იუბილეს ფოტო მიუძღვნეს. თუკი ქეთრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა ქორწინებიდან 17 წლის იუბილე იზეიმეს, 91 წლის ელისაბედისა და 96 წლის პრინცის შეუღლების დღიდან მთელი 70 წელი გავიდა. საზეიმო თარიღის აღსანიშნავად ბუკინგემის სასახლემ მისი უდიდებულესობის ფოტო გამოაქვეყნა. კადრი ნოემბრის დასაწყისში პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მეტ ჰოლიოუკმა გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ ელისაბედმა და ფილიპმა 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინეს და აღნიშნული კავშირი ინგლისის სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.