LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი რუსული კანონია, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას

157
keli-degnani_w_h

„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი რუსული კანონია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„რაც შეეხება კანონს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, ვინაიდან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა.

USAID-ის მაგალითზე, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო სამსახურს და, შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, სხვადასხვა ვებსაიტებზე, თუ ვინმეს აინტერესებს.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

ეს კანონი ასევე არ არის აშშ-ის კანონის შესახებ. აშშ-ის კანონი გამიზნულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულია უცხოური მთავრობების მიერ, რათა ამ უცხოური მთავრობების ინტერესები წარადგინონ. ეს არაა ის, რის შესახებაც არის ეს კანონპროექტი.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

„კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს“

ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.

ეს კანონი გააჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს თავიანთი საზოგადოება გააუმჯობესონ. ეს კანონი, მაგალითისთვის, გააჩერებს იურიდიულ დახმარებას გაჭირვებული ქართველებისთვის. ეს კანონი გააჩერებს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მუშაობას, რომლების ლოკალურ მთავრობებთან თანამშრომლობაში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ეხმარებიან, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება.

ეს კანონი გააჩერებს სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადაფინანსება დონორებისა და ქართული უნივერსიტეტების მიერ ხდება. ეს კანონი ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერების ასოციაციებს, კლიმატის ცვლილებაზე და გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერებს.

და ჩემი კითხვაა – სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როდესაც ისედაც არის საკმარისი გამჭვირვალობა და უკვე არის ღრმა თანამშრომლობა და კომუნიკაცია დონორებსა და მათ შორის, ვინც მუშაობენ ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა კელი დეგნანმა.