LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: ენმ-ის შიდა პარტიული არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მართული იყო, სააკაშვილის მდგომარეობით სპეკულირებდნენ

177
ხატია დეკანოიძე

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მართული იყო.

ენმ-ის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის თქმით, პარტიის ზოგიერთი წევრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებდა, რაც დეკანოიძის აზრით, მიუღებელი და არასწორია.

„საარჩევნო ხაზი წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის შიდა არჩევნებში იყო მიშას მდგომარეობა. არ ვფიქრობდი, რომ ეს იყო სწორი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო მეტწილად უფრო პოპულისტური ზოგადად.

მე არასდროს მომიტყუებია ჩვენი ამომრჩეველი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან ძალით ან ფიზიკურად შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მე არ ვიკადრებ ახლა, რომ ჩემს ყოფილ პარტიას საყვედური ვუთხრა, რომ არ აკეთებს საკმარისს.

კამპანია ნამდვილად იყო მართული, მათ შორის, სოციალურ ქსელში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერდა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა, რომ სპეკულირებდნენ, ახლა საერთოდ გაჩუმებულია.

ამიტომ მე ასეთი განცდა მაქვს. ზოგადად, ძალიან ცუდი ტონი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოყენება.“– აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 23 მარტს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g