LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოკუპირებულ ხარკოვში, უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი წამების ოთახი აღმოაჩინეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

59
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილებში, უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი წამების ოთახი აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე ხარკოვის რეგიონალური პროკურორიც საუბრობდა.

დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია: ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილში – სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში. როცა ოკუპანტები გაიქცნენ, მათ დატოვეს წამების მოწყობილობებიც.

კოზაჩა ლოპანში, როცა ის ოკუპირებული იყო, რუსულმა არმიამ ხალხი სარდაფებში აწამა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების ოთახი, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g