LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს: სარჯველაძე პუტინის მიერ ცხინვალის რეჟიმთან დამტკიცებულ შეთანხმებაზე

45
მიხეილ სარჯველაძე

რუსეთის პრეზიდენტის მიერ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან “ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ” შეთანხმების დამტკიცებას აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამას დიდი პერსპექტივა ექნება. მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ოკუპაცია ყველა შემთხვევაში დასრულდება.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზ და ოს თანამოძმეებს სთავაზობს, რუსეთისთვის გამაღიზიანებელია და ამ თვალსაზრისით, რეაქციაც – მცდარი, მაგრამ ლოგიკურია:

“ყველა ის შესაძლებლობა, უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ალბათ, რეაქცია ამ თვალსაზრისით, მცდარი, მაგრამ ლოგიკურია. შესაბამისად, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეალურად სწორად ვითარდება და პოლიტიკა, რომელიც იგეგმება დეოკუპაციის მიმართულებით, ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არის მართებული.

ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ მე არ მგონია, ამას მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რადგან, ადრე თუ გვიან, ოკუპაცია ყველა შემთხვევაში, გარდაუვლად დასრულდება.” – თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან “ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ” ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ ეს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g