LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილები: ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა – სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით

105
es unda

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც მინისტრმა თქვა, რომ გუშინ დევნილთა დასახლებაში მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო და „სამარცხვინოა გარდაცვლილის გარშემო აგორებული ნარატივი“.

დევნილების განცხადებით, დღეს საქართველოში ადამიანები გულგრილობის, უიმედობისა და სასოწარკვეთის გამო კვდებიან.

„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორ ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო…“ – გარდაცვლილი დევნილის და

„სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია.

სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელს მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით“, – განაცხადეს დევნილებმა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

magti 5g