LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, უბედური შემთხვევაა – მინისტრი სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცის გარდაცვალებაზე

162
1

იღებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას სანატორიუმ “ქართლში”, დევნილთა დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე – ჟურნალისტის ამ კითხვაზე მინისტრი აცხადებს, რომ ეს უბედური შემთხვევაა.

ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

ზურაბ აზარაშვილმა დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და ტრაგედია დევნილების პრობლემასთან არ დააკავშირონ:

“პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება რაიმე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რომელიც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან”, – თქვა მინისტრმა.

მისივე თქმითვე, სამინისტროში დევნილების პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ და დასახული აქვთ გეგმა – მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000 ოჯახი იყოს ბინით უზრუნველყოფილი:

„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო…“ – გარდაცვლილი დევნილის და

“რაც შეეხება სანატორიუმ “ქართლში” და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჩვენთან, სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო 3 წლის განმავლობაში – 13 000 ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ და რა გეგმებს უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დევნილებს ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი ეცნობებათ და დათქმულ ვადებში ჩვენ ამ პირობებს შევასრულებთ”, – განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ დევნილთა დასახლება „ქართლში“ უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც თავდაპირველად ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა. აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

magti 5g