LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება – იხსნება საბაგიროები სამთო კურორტებზე, ასევე რესტორნების შიდა სივრცეები

88
fdjtyj

შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო.

დღეიდან, 8 მარტიდან, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები იხსნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

საქართველოს მასშტაბით, რესტორნები შიდა სივრცეებშიც აღადგენენ ფუნქციონირებას.

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

2 კვირის შემდეგ კი, 15 მარტიდან:

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ.

ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

ჯერჯერობით, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, მონიტორინგი გრძელდება და 2 კვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, იქნება შესაძლებელი.

„სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი“, – განაცხადა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g