დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე – ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება ბაღების ფუნქციონირება.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.
“ჩვენ ვაგრძელებთ საკვები პროდუქტების დარიგების პროექტს, რომელიც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ეპიდვითარებაზე,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.