აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ბათუმის პირველ პოლიკნინიკაში მოქალაქეები PCR ტესტების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის.
მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!”,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის აჭარაში-551.