მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე, სოციალურ ქსელში, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ბებიასთან, მსახიობ მაკა მახარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
მსახიობის თქმით, „დღეს ბებიები იცავდნენ შვილიშვილებს რობოკოპებისგან“:
„დღეს ბებიები იცავდნენ შვილიშვილებს რობოკოპებისგან – მეც მყავდა ჩემი დაცვა! ჰოდა, მადლობა მაკას, რომ არსებობს!“ – წერს დათა თავაძე.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“
ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
დღეს ბებიები იცავდნენ შვილიშვილებს რობოკოპებისგან – მეც მყავდა ჩემი დაცვა! ჰოდა, მადლობა მაკას, რომ არსებობს! ❤️🌺
Posted by Data Tavadze on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე