ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დაკავებულ საბა ჯიქიას შესახებ, რომელსაც ასევე დღეს აქვს დაბადების დღე. საბა ჯიქია დღეს 19 წლის გახდა.
„დღეს ჩემი და საბა ჯიქიას დაბადების დღეა.
სიტყვას გაძლევთ, შემდეგ დაბადების დღეს, ორივე გადავიხდით…
„სულ რაღაც 19 წლის გახდა. საბა ჯიქიას გაუმარჯოს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
დღეს ჩემი და საბა ჯიქიას დაბადების დღეა. სიტყვას გაძლევთ, შემდეგ დაბადების დღეს, ორივე გადავიხდით. ❤️🫂
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
სულ რაღაც 19 წლის გახდა ❤️ საბა ჯიქიას გაუმარჯოს.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
ცნობისათვის, 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება.
მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საბა ჯიქიას ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“