LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან ორს საფრანგეთში, ხოლო ერთს ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

169
1584333541-eqimebi-2

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ 2 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ქალია, რომელიც საავადმყოფოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 მარტს გადაიყვანეს, ხოლო მეორე დაინფიცირებული პირი იუნკერია, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

პაციენტების ასაკი 20-25 წლამდეა და ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა.

იუნკერს დაბალი ტემპერატურული რეაქცია აქვს და სუსტად აქვს სიმპტომატიკა გამოხატული ,,ხოლო ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ცხელება.ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.ორივე შემთხვევაში სოციალური დისტანცია დაცულია,მათ შეხება არავისთან ჰქონდათ.მკურნალობა წარიმართება კლინიკურ საბჭოსთან კოორდინაციაში”, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

რაც შეეხება მესამე დაინფიცირებულს, ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პიროვნება ესპანეთიდან შემოვიდა.

“3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი ჩვენი პაციენტია. ეს არის ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევა, ის იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია. დანარჩენი ორის შესახებ მე არაფერი ვიცი. გუშინ გაგზავნილი 21 ტესტიდან ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ, დანარჩენი უარყოფითი აღმოჩნდა,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები