კორონავირუსით დაინფიცირებული 44 მოქალაქიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ მათ ასაკთან ერთად, თანმხლები დაავადებები აქვთ.
“44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული. ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ 80 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
უარყოფითი პასუხების შემდეგ, 51 ადამიანი საგანგებო სიტუაციების მიერ საკარანტინო ზონაში გადავიდა
დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 44 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
