საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთთან ქონდა კავშირი.
სულ ინფექციურიდან ტესტი 21 ადამიანზე ჩატარდა და ერთგან მიიღეს დადებითი პასუხი. ეზუგბაიას ინფორმაციით დანარჩენ 2 პაციენტზე ინფორმაციას არ ფლობს.
