თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 9 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციურს ახალი პაციენტი არ მიუღია.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა
„ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან.
დაემატა 12 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს უკვე 309 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს.
ჩვენს ცენტრში სიტუაცია უცვლელია, ახალი პაციენტი არ მიგვიღია, შესაბამისად, ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა, გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი, მძიმე პნევმონიით. დღის განმავლობაში ჩატარდება ორ შესაძლო შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა და დღის ბოლოს მივიღებთ ალბათ პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ “პირველ არხთან”.