LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაგეგმილი აქციების გაუქმების მიზეზი, უფრო მწვავე პროტესტის, კერძოდ შიმშილობის დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა: დავით კირკიტაძე

72
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე განმარტავს, თუ რატომ მიიღო პარტიამ დღეს დაგეგმილი აქციების გაუქმების გადაწყვეტილება. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, დაგეგმილი აქციების გაუქმების მიზეზი, უფრო მწვავე პროტესტის, კერძოდ შიმშილობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.

პარლამენტის 9 ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს

ხვალ 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიკეტება მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე: ნიკა მელია

„დღეს უნდა გამართულიყო სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ტიპის აქცია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ უფრო მწვავე პროტესტის გადაწყვეტილება და გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ასევე,  პარლამენტის სხვა წევრები, რომლებმაც გამოაცხადეს მწვავე პროტესტი და შიმშილობა, უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა ლოკაციაზე და, ბუნებრივია, ამან გამოიწვია შუადღის რამდენიმე აქციის გადადება“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

მისივე თქმით, საღამოს შვიდ საათზე პარლამენტთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაგეგმილი აქცია ჩატარდება, თუმცა ისინი აქციებს ვერ დაესწრებიან, რადგან, „არცერთი მათგანი შიმშილობის მანძილზე პარლამენტის შენობას არ დატოვებს“.

„საღამოს შვიდ საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია მაინც ჩატარდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას იქედან გამომდინარე, რომ არც ერთი არ დავტოვებთ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g