დღეს, 17 აპრილს, 22 საათზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ბრმა კასტინგისა და რინგის შემდეგ მწვრთნელები უკვე მაყურებელთან ერთად გადაწყვეტენ კონკურსანტების ბედს. თითოეული მწვრთნელის გუნდიდან მაყურებლის წინაშე სამ-სამი მომღერალი წარდგება, სადაც ცნობილი გახდება ნახევარფინალისტების ვინაობა.
მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა სატელეფონო ზარების და Facebook-ის მესენჯერის საშუალებით ექნება.
ხმის მიცემის წესები:
- ხმის მიცემა დაიწყება უშუალოდ კონკრეტული გუნდის გამოსვლის წინ და შეწყდება გუნდის ყველა წევრის ნამღერის ბოლოს
- ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით
- თითოეული კონკურსანტის მხარდამჭერი ნომერი ცნობილი გახდება უშუალოდ პირდაპირი ეთერის დროს
- ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და მონიშნოთ თქვენი რჩეული კონკურსანტი
- ფეისბუქზე თითოეულ გუნდში ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ, ერთი მონაწილისთვის არის შესაძლებელი
თითოეული გუნდიდან ნახევარფინალის საგზურს ორი მონაწილე მიიღებს, საიდანაც ერთს მაყურებელი გამოავლენს, მეორეს მწვრთნელი გადაარჩენს, ხოლო მესამე სამუდამოდ დატოვებს „ვოისს“.