LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

66
BeFunky-collage (5)

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე დაშვებული იქნება.

განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

7 აპრილს მომხდარ შემთხვევას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, მდინარე ენგურში დაიღუპნენ. სუს-ის ცნობით, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები