LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში, ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში” – გიორგი გახარია

209
C92A7789-e1575739795895-890x395-c

“დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ”,- ამის შესახებ ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ეს ყველაფერი ქვეყანამ „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეძლო.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს ყველას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს არ გვქონია ევროპასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს

ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს - კახა კალაძე

აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.

ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ. ამ ყველაფერს მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები