LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს – ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები – გვახსოვდეს, თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს

163
ნანა მალაშხია

ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებამ გასულ წლის 7-9 მარტის აქციებზე წყლის ჭავლის წინ აფრიალებული ევროკავშირის დროშითა და გამბედაობით დაიმახსოვრა, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მიმართავს და „აგენტების წინააღმდეგ“ აქციების დროს გამოსულებს მადლობას უხდის.

ამასთან, იგი წერს, რომ ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და როგორც გასული წლის მარტში, ახლაც ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ისეთივე გადამწყვეტი იქნება. ნანა მალაშხია მიმართვაში ლაზარე გრიგორიადისის შესახებაც წერს:

„მიმართვა ახალგაზრდებს

ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო,

ჩვენო ახალგაზრდებო,

მადლობას გიხდით მარტში თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი ერთიანობისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა.

თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს თავისუფლებასა და მომავალს ემუქრებოდა და ამაზე გქონდათ სრულიად სწორი და ადექვატური პასუხი.

თქვენმა თანმიმდევრულობამ, ბრძოლაში სიჯიუტემ და განსაკუთრებით კი სილაღემ, სრულიად მომნუსხა.

დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს – ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები, ლამაზები. თქვენია ეს ქვეყანა ! თქვენ უნდა გვატაროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს გზაზე.

პაპუაშვილი: „ვამაყობთ, რომ აქციების დროს ერთი შუშა არ ჩამტვრეულა და ერთი ხის ტოტი არ მომტვრეულა – საზოგადოება დარწმუნდა, რომ გასულ წლის მარტში აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას გაუმჭვირვალედ იღებენ“

ერთი წელი გადის მას მერე, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ „ სატანისტურ ფორმებში გამოწყობილები, ორიენტაცია არეულები“ გიწოდათ, მერე კი თქვენი თანატოლი , ლაზარე გრიგორიადისი შეარჩია თავის სასურველ კანდიდატად და დაიჭირა. ერთი წელი გადის, რაც მას ბრალს ვერ უმტკიცებენ და ის დღეს ისევ ციხეშია! მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ !

#თავისუფლებალაზარეს !

ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. პოლიტიკურ პროცესებში თქვენი ჩართულობა ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში. ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და უნდა დავასრულოთ არა მარტო საარჩევნო ყუთებთან მისვლით, არამედ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი ხმების დაცვითაც !

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !

შინ ევროპისკენ !“ – წერს ნანა მალაშხია.

მიმართვა ახალგაზრდებს * * * ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით მარტში თქვენი…

Posted by Nana Malashkhia on Thursday, 7 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g