დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ვარჯიშისთვის, სამშენებლო სამუშაოებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებას, ნეგატიური დღეა ვაჭრობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, საფინანსო ოპერაციებისთვის და ახალი კავშირებისთვის დასამყარებლად.
ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, ხერხემალი და მხედველობის არე.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის, დაძაბულია სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის.