LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

876
მიხეილ ცაგარელი

მზე კვლავ იმყოფება მერწყულის თავისუფლებისმოყვარე, მეგობრულ და რეფორმატორულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზატორული ნიჭით აღსავსე ლომის ნიშანში. აღნიშნული ასტროლოგიური ტენდენციები მათი ზეგავლენის შედეგად მკაფიოდ აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაში.

დღის რეკომენდაციები – ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღეს ნუ აყვებით პროვოკაციებს. აკონტროლეთ ხასიათში სულსწრაფობა, ეგოიზმი, აგრესია და სიჯიუტე, რადგან ეს მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. საერთო ჯამში დღევანდელ დღეს ენერგია მოიმატებს.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია ვენების, თვალებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას, გადაღლას, სოლარიუმსა და აბანოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულს. საკვებ რაციონში სასურველია თევზეული, გოგრა, ზეთისხილი და თაფლი.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ნეგატიურია დღე ფინანსური გარიგებებისთვის, საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლისთვის. არ არის სასურველი ნიშნობა, ქორწინება და ცხოველებით ვაჭრობა. პოზიტიურია დღევანდელი დღე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, საჩუქრებისა და ძვირფასეულობის შესაძენად. ხელს უწყობს გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, სპორტულ ვარჯიშებს, კულტურულ ღონისძიებებს, მეგობრულ კონტაქტებს, მშენებლობასა და სტუმრების მიღებას. კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და შემოქმედებითი საქმიანობა.

ზოდიაქოს ნიშნები – არც ერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის დღევანდელი დღე – რაც საკმაოდ იშვიათია – არც მკვეთრად პოზიტიური და არც ნეგატიური არ არის. ყველა ნიშნისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო ტენდენციებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები