LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2684
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ღამის საათებს – 21:55 წუთიდან ღამის პირველ საათამდე. ამ პერიოდში ადამიანებში ზედმეტად ქვეითდება ყურადღება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო განსაკუთრებით ითხოვს ორმაგ სიფრთხილეს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაცია – დღეს მნიშვნელოვანია ტრადიციების, წეს-ჩვეულებების დაცვა. ადამიანებში მოიმატებს სამართლიანობის განცდა, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობებში უფრო დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მიდგომას.

პარტნიორული ურთიერთობები – პრობლემური საკითხების გადაწყვეტა რეკომენდებულია მშვიდად, დიპლომატიურად და კომპრომისების გზით.

ჯანმრთელობა – შედეგიანია გრძნობათა ორგანოებისა და სისხლძარღვების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელს, ენდოკრინულ სისტემას, კანსა და თირკმლებს. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მოერიდეთ მარილიან კერძებს, თხილს, ციტრუსებსა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ ვარგა მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დღე კარგია კულტურულ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის. ხელს უწყობს მეგობრულ კონტაქტებს, სიყვარულსა და ქორწინებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენას. სასიკეთოა ეს დღე დიზაინისა და არქიტექტურისთვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის, საიუბილეო საღამოების დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და თოფაზი. ფერებიდან სასურველია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც დღის პროცესების მართვა განსაკუთრებული სიფრთხილით მართებთ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები