დღე გეომაგნიტურია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ სამი დღე ვიქნებით გეომაგნიტური აქტივობის გავლენის ქვეშ, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დედამიწის გეომაგნიტური ველის ცვლილებები ზრდის დაძაბულობას, შესაძლოა გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვთა, იმუნური და ნერვული სისტემების ფუნქციური სირთულეები. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღება მიაქციეთ წნევის დონეს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღე კარმული გამოცდის ხასიათისაა, რის გამოც მოსალოდნელია მრავალფეროვანი მოვლენები. შესაძლებელია მეტოქეების და მტრების მაქინაციების დაძლევა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და სარისკო მოქმედებებს.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლოა მოიმატოს წყენამ, სიჯიუტემ და თავნებობამ. ერიდეთ ზედმეტ კრიტიკასა და წვრილმანებში ჩაღრმავებას.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. რეკომენდებულია ოპერაციების ჩატარება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – რთულია დღე სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის და მეგობრული კონტაქტებისთვის. არ არის ხელსაყრელი გამოცდების ჩაბარება, წყლის ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დადებითად აისახება დალაგება-დასუფთავებაზე, საბანკო და საფინანსო ოპერაციებზე, სწავლასა და საქმიან მიმოწერაზე. ხელს უწყობს ვაჭრობასა და დიეტის დაწყებას. ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმებაც.
დღის მინერალები და ფერები – მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი, აქატი და ქრიზოპრაზი იზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი ტონები. ისინი აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროსა და კირჩხიბისთვის. შედარებით რთულია სასწორისა და მშვილდოსნისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღევანდელი ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო, ნეიტრალური წარმატებით გამოირჩევა.