LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

538
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა სავსე. გეომაგნიტური ენერგიები კი გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა არასასიამოვნო გამოვლინებები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკა, რათა წნევა და ორგანიზმის მდგომარეობა დაარეგულიროთ.

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის 03:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:22 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ადამიანების ყურადღება ზედმეტად სუსტდება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს მოერიდეთ ძვირადღირებულ შესყიდვებსა და მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს. განსაკუთრებით გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ კვლავ მაღალია პროვოკაციების ალბათობა, ამიტომ ნუ აჰყვებით მათ.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნუ გადაიღლებით. სარისკო ქცევა და ხასიათში სულსწრაფობის გამოვლენა დღეს სასურველი არ არის.

დღეს ახალი გეგმა აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. მაღალია ფანტაზიებისა და ილუზიების ალბათობა, ამიტომ დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს, რათა ზედმეტი ფანტაზიებით თავი არ მოიტყუოთ.

დღე ხელსაყრელია კრეატიული საქმიანობისთვის, დიზაინისთვის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და მუსიკალური ტექნიკის შესაძენად. ასევე სასიკეთოა ქორწინებისთვის, პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის, მეგობრული და სოციალური კონტაქტებისთვის, მკურნალობის დასაწყებად და ოჯახური საღამოების მოსაწყობად.

არ არის სასურველი მოძრავი ქონების შეძენა.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია კბილებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. მოერიდეთ მარილიანი პროდუქტების, თაფლის, თხილისა და სხვა, ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებას.

დღის განმავლობაში სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, შარდ-სასქესო სისტემა, კანის არე და თირკმელები. ამ მიმართულებით ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ოპალი. ეს ქვები ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ახალი შესაძლებლობების მოზიდვას.

ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, წითელი, შავი და მწვანე ტონები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები