მზე იმყოფება თხის რქას მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადის ინტუიციურ, მებრძოლი სულისკვეთებისა და უშიშარი ხასიათის მქონე მორიელში. ამ ასტროლოგიური ზეგავლენის შედეგად აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღევანდელ კოსმიურ გამოცდებს ის პარტნიორული ურთიერთობები ჩააბარებს, რომლებიც ჭეშმარიტ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ეფუძნება.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებით ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენულ კვლევებს, სხივურ თერაპიას და ცხარე საკვების მიღებას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ნოტარიული დოკუმენტების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებასა და ახალი თანამშრომლების მიღებას სამსახურში. არასასურველია მგზავრობა, მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ასევე თავი შეიკავეთ სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სესხის აღებისგან.
დღე სასიკეთოა რემონტისთვის, გამოძიებითი საქმიანობისთვის, გეგმების დასახვისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. ხელს უწყობს ნადირობასა და თევზაობას, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას, დაკარგული ნივთების ძიებას, ანტიკვარიატის შეძენას, სამეცნიერო კვლევებსა და კოსმეტიკურ პროცედურებს.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, იასპი და მარჯანი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.