LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2259
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ნუ ენდობით სხვათა დაპირებებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ უმიზეზო ეჭვიანობისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის.  ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა თმის, კანის და ფრჩხილების სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, მუხლებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ბეჟი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები