LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

217
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 23:30 საათიდან დაიწყება და 23:46 საათამდე გაგრძელდება. ამ 16 წუთის განმავლობაში მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები – დღეს მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების სწორად გააზრება. ნუ აყვებით ემოციურ განცდებს და იმოქმედეთ გონივრულად. შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევები, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

პარტნიორული ურთიერთობები – მეტად დაეყრდენით დიპლომატიურობას. სწორედ ეს დაგეხმარებათ არაერთი საკითხის მშვიდობიანად და ეფექტურად გადაჭრაში.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ფილტვებისა და ბრონქების მკურნალობა, ასევე სასუნთქი ვარჯიშების ჩატარება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ცხიმიან ხორცს, თევზეულსა და რძის ნაწარმს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ მშენებლობას, სულსწრაფობის გამოვლენას, ხასიათში ეგოიზმს, სარკასტულ გამოთქმებს, სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას – ამისთვის ეს დღე არ არის ხელსაყრელი. ამასთან, დღე პოზიტიურია კომპეტენტურობის გამოსავლენად და ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებისთვის. ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, მეგობრულ კონტაქტებს. კარგია სწავლისთვის, იურიდიული საქმეებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის, ასევე საიუბილეო საღამოების გასამართად.

დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი და ლალი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები