დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას აყენებს ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან, იმუნურ და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, განწყობის დაქვეითება, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი სისუსტე. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები.
დღის რეკომენდაცია – მეტი მოთმინება გამოიჩინეთ ახლობლებთან ურთიერთობაში. დღის განმავლობაში იზრდება სექსუალური ენერგია და იმატებს ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.
პარტნიორული ურთიერთობები – ხელსაყრელი დღეა ერთობლივი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ინტუიცია და დიპლომატიურობა დაგეხმარებათ პრობლემების მშვიდობიანად და კომპრომისული მიდგომებით მოგვარებაში.
ჯანმრთელობა – ეფექტურია კბილების, გრძნობათა ორგანოების და სისხლძარღვების მკურნალობა. დაუცველია ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და თირკმელები. ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ მარილიან საკვებს. ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს ხელსაყრელია ინტერიერის განახლება, დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა. ასევე წარმატებულია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის, აქსესუარების, კოსმეტიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა, ასევე მოძრავი ქონების შეძენა. დღე ხელს უწყობს სიყვარულს, ქორწინებას, მეგობრულ კონტაქტებს, თანამშრომლობას და ექიმებთან კონსულტაციებს.
დღის მინერალები და ფერები – ციტრინი, ჟადეიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი და საფირონი იზიდავს დადებით ენერგიებს და ახალ შესაძლებლობებს. სასიკეთო ფერებია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ვერცხლისფერი. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით რთულია კუროს, კირჩხიბის და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღით გამოწვეული სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური და საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.