დღის რეკომენდაციები – დღევანდელი მოლაპარაკებები შესაძლოა გარკვეულწილად რთული და ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. დღე რთული და ნეგატიურია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობისთვის და შორეული მოგზაურობისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ზედმეტ სარკაზმს, პირდაპირობას, უკომპრომისობასა და ეჭვიანობას, ეს მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას და დააზიანებს ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია მეტი მოძრაობა. მოერიდეთ დღეს რენტგენოლოგიურ კვლევებს, სხივურ თერაპიასა და ცხარე საკვების მიღებას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ნოტარიული დოკუმენტების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას, ახალი თანამშრომლების მიღებას სამსახურში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებასა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
დღე პოზიტიურია სარემონტო სამუშაოებისთვის, საგამოძიებო საქმიანობისთვის, გეგმების დასახვისთვისა და ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრებისთვის. ხელსაყრელია ლექციების ჩატარება. ნადირობისა და თევზაობის მოყვარულებისთვის დღე ნაყოფიერია. ასევე ხელს უწყობს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას, თვითშემეცნებას, საკუთარი კომპეტენტურობის გამოვლენას და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, ზურმუხტი და იასპი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია სასწორისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.