LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

939
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მოიმატებს მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. არ აჰყვეთ ემოციებს, იმოქმედეთ საღი გონებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სწავლისა და ინფორმაციის შეძენისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება. უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.  

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ღვიძლის, თვალების და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბურღულეულით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები