LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3784
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტების მიღება.

დღის რეკომენდაცია – არ აყვეთ პროვოკაციებს და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აკონტროლეთ კრიტიკისადმი თქვენი რეაქცია, ხოლო პარტნიორულ ურთიერთობებში მოთოკეთ მესაკუთრული ინსტიქტები. არ არის რეკომენდებული საფრთხილო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე მოერიდეთ სხვის საქმეებში ჩარევას მათივე თხოვნის გარეშე.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური სისტემისა და თვალების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი – აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, თაფლი, თევზეული და ფრინველის ხორცი.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია საყოფაცხოვრებო საქმეების შესასრულებლად, საფინანსო და საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, ვაჭრობისთვის, სწავლისა და გასაუბრებებისათვის, ასევე დიეტის დასაწყებად.

მოერიდეთ ქორწინებას, ახალი ნაცნობობის გაჩენას, გამოცდების ჩაბარებასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას – ეს დღე ამ საკითხებში არახელსაყრელია.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ფერები: მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და თეთრი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშულოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები