მზე იმყოფება ფრიად აქტიურ, ენერგიულ, მხიარულ და ოპტიმისტურ მშვილდოსანში, ხოლო მთვარე – სამართლიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ სასწორში. აღნიშნული ზეგავლენები დღის განმავლობაში მეტ გავლენას მოახდენს თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობაზე.
დღის რეკომენდაცია – დღეს გაადვილებულია დასახული მიზნების მიღწევა. ძლიერდება ინტუიცია, იზრდება საქმის გაფართოების შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელია მნიშვნელოვანი რჩევებისა და მხარდაჭერის მიღებაც.
პარტნიორული ურთიერთობები – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი, მოთმინება, და დიპლომატიურობა. ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება: ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანის არე. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიულ პროდუქტებსა და ციტრუსებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – კარგია დღე კოსმეტიკური პროცედურებისთვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის, ავეჯისა და სამკაულების შესაძენად. დღე ხელს უწყობს სიყვარულს, ქორწინებას, მეგობრულ ურთიერთობებსა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
დადებითად მოქმედებს ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვაზე, შემოქმედებით მუშაობაზე, პარტნიორულ თანამშრომლობაზე, საიუბილეო საღამოების წარმართვაზე, მკურნალობის დაწყებაზე და შინაგანი თუ გარეგანი კომფორტის მოწყობაზე. რთულია დღე მოძრავი ქონებით ვაჭრობისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი და ციტრინი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასარგებლოა ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ვერცხლისფერი ტონები. ისინი ზრდიან თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს ტყუპების, ლომის და სასწორის ნიშანზე. შედარებით რთულია თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გავლენების მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და საშუალო წარმატების ტენდენციებით შეიმჩნევა.