LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

206
მიხეილ ცაგარელი

ამ კვირაში ზედიზედ ოთხი გეომაგნიტური დღეა. დღევანდელი დღეც გეომაგნიტურია, ამიტომ ნებისმიერი დისკომფორტის, თავის ტკივილის, უგუნებობის ან წნევის მერყეობის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები. დღე ამავდროულად ტრავმულ-ავარიულია, ხვალინდელი მზის დაბნელების წინ, ამიტომ ამ მხრივაც განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

დღის რეკომენდაციები

დღეს გონება ზედმეტად ნუ გადაღლით ემოციებითა და ინფორმაციით. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ზედმეტ ფანტაზიებსა და ილუზიებს. ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს და ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლო ინფორმაციას. ყური მიუგდეთ უფროსი თაობის მანდილოსნების რჩევებს. შესაძლებელია დეპრესიული განწყობის გაძლიერება და მოტყუების ალბათობის ზრდა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს. ეცადეთ არ ინერვიულოთ და არ აჰყვეთ ზედმეტ ფიქრიანობას. განსაკუთრებულად აკონტროლეთ მავნე ჩვევები და დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს.

ჯანმრთელობა

სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები და ფეხის კუნთების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ნუ გადაღლით თვალებს და დიდხანს ნუ იდგებით ფეხზე – უმჯობესია იმოძრაოთ.

პოზიტიური ტენდენციები

დღე სასიკეთოა სწავლისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სარემონტო სამუშაოებისა და რეკლამისთვის.

დღის მინერალები და ფერები

საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ნეონისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები

დღე პოზიტიურად აისახება ლომისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები