დღეიდან, 16:02 საათზე, შემოდის წითელი ფერის, ცეცხლის სტიქიის ცხენის წელიწადი, რომელიც მოიტანს განახლებას, ცვლილებებს, რეფორმებს, აქტიური მოქმედების უნარსა და მებრძოლ სულისკვეთებას. ცვლილებები იქნება რადიკალური როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვა მიმართულებითაც, რადგან იწყება დიდი გარდაქმნების პერიოდი.
ამავდროულად, დღეს გვაქვს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. დღე გამოირჩევა მძიმე კოსმიური ენერგიებითა და მოვლენებით. მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთება მერწყულის ზოდიაქოში განაპირობებს ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. მოიმატებს კონფლიქტების, აგრესიისა და დეპრესიის ალბათობა, ასევე გაიზრდება ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ამ მხრივ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე.
დღის რეკომენდაციები
მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები დღეს არ დაიწყოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციებს. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით, აკონტროლეთ ემოციები. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხებასა და გასესხებას, მცენარეების დარგვასა და გადარგვას, საიდუმლო მოქმედებებსა და ტყუილს. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრულ წრეში დღეს საიდუმლო ვერ შეინახება და ადვილად შეიძლება გამოაშკარავდეს.
ჯანმრთელობა
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემებს, ტერფებსა და ვენების ზონას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ხორცეულის და ალკოჰოლის მიღებას. დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით და არ გადაღალოთ თვალები.
დღის მინერალები
დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს საფირონი, გიშერი, ცირკონი, მარჯანი და აქვამარინი.
ზოდიაქოს ნიშნები
დღე დადებითად აისახება სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.