LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4874
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 16:25 საათზე დაიწყება და 17:10 საათამდე გაგრძელდება. ამ ინტერვალში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს; შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

ამასთანავე, დღეს და ხვალ გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ იყავით ყურადღებით – მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღებით აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი სამკურნალო საშუალებები.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება – გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან 21 იანვრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. ამის შედეგად ადამიანთა აზროვნებაში მეტად განვითარდება ორგანიზებულობა, დისციპლინა, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და პრაგმატიზმი. გაძლიერდება შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა და ინტერესი კარიერული საკითხებისადმი, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა გამოვლინდეს სიჯიუტე და პირდაპირობა.

დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ნუ გათქვამთ საიდუმლოს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი და მკერდის ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღე რთულია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. პერიოდი ხელსაყრელია კონტაქტების, მიმოწერისა და მგზავრობისთვის. საღამოს საათებში ახლობლებთან ურთიერთობა მეტად სასიკეთო იქნება. დღე ასევე ხელს უწყობს კულინარიასა და ფოტოგრაფიას.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, ამაზონიტი, ლაბრადორი და ზურმუხტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები