LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

181
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

* პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან პრობლემებზე საუბრისა და ურთიერთგაგების მოძიებისთვის.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

* ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის და ალერგიის გამწვავების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები