LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5157
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღეს დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს, რომელთა ალბათობა საკმაოდ მაღალია. ყურადღებით მოუსმინეთ უფროსი თაობის რჩევებს. დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების რეალიზაციისთვის, თუმცა ახალი გეგმები ჯობია დროებით გაასაიდუმლოთ. მოერიდეთ ფორიაქს, ზედმეტ ლაპარაკს და ნერვიულობას. მეგობრულ წრეში დღეს ნათქვამი საიდუმლო შეიძლება შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. გაითვალისწინეთ, რომ იუმორს დღეს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს.

პარტნიორული ურთიერთობები – ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად იმპულსური. ამავე დროს, ადამიანებში მოიმატებს თავისუფალი სივრცის მოთხოვნილება, რაც ურთიერთობებში გასათვალისწინებელია.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, ნერვულ სისტემას, ვენებსა და ფეხის კუნთების ზონას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას და ფეხზე დიდხანს დგომას.

პოზიტიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია მეგობრული კონტაქტებისთვის, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, სწავლისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. ხელს უწყობს საიუბილეო საღამოების გამართვას, ტექნიკასთან ურთიერთობასა და სახლის მშენებლობას. კარგია სარემონტო სამუშაოების დაწყება, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლა, ასევე დიეტის დაწყება.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს საფირონი, აქვამარინი, ძოწი, თოფაზი, ცირკონი და ციტრინი. ფერებიდან ხელსაყრელია ვერცხლისფერი, ნეონისფერი, ცისფერი, ყვითელი და ვარდისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები