LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

177
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, ფრიად რომანტიულ და სენტიმენტალურ თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე – მეტად აგრესიულ, აქტიურ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ ვერძში. ეს ტენდენციები აღნიშნული ზეგავლენის შედეგად განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდება თითოეული ადამიანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები

დღეს ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. ახალი წინადადება შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს, ვაჭრობა კი წარმატებული იყოს. დღეს და ხვალ ნუ გასცემთ დაპირებებს და ნუ ჩაერევით სხვათა ურთიერთობებში. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება სამომავლო გეგმების დასახვა. მოერიდეთ კამათს, სულსწრაფ მოქმედებებს და წესების დარღვევას, რადგან ადვილად შეიძლება დაჯარიმდეთ.

ჯანმრთელობა

შედეგიანია თირკმელების, ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ თავს, სისხლძარღვოვან სისტემასა და გრძნობათა ორგანოებს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები

დღე ნეგატიური და რთულია ქორწინებისთვის, საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად, კაპიტალდაბანდებისთვისა და ხელშეკრულებების დასადებად. პოზიტიურია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან კონტაქტისთვის, ხელმძღვანელ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ასევე ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას.

ზოდიაქოს ნიშნები

დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით რთულია ქალწულის, მორიელისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები