LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1504
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დილის 06:18 საათზე დაიწყება და 10:52 საათამდე გაგრძელდება. ამ ინტერვალში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის გამოც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.

დღეს მზე იცვლის სტიქიას და მიწის სტიქიიდან, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნიდან, ერთი თვით გადაინაცვლებს ჰაერის სტიქიაში – მერწყულის ზოდიაქოში. ამ პროცესს ემატება ისიც, რომ მზე და გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ერთობლივად გადადიან მერწყულის ნიშანში. მერკური მერწყულში დარჩება 7 თებერვლამდე, ხოლო მზე – ერთი თვის განმავლობაში. ამ ასტროლოგიური გავლენის შედეგად ამ პერიოდში ადამიანებში გაძლიერდება გონებამახვილობა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, კომუნიკაბელურობა, ნოვატორული იდეები, სპონტანური იმპროვიზაცია, დიპლომატიურობა და არასტანდარტული აზროვნება. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს სიჯიუტე, სიზარმაცე და სულსწრაფობა, რაც დამატებით ყურადღებას საჭიროებს.

დღის რეკომენდაციები – დღეს შესაძლებელია ცხოვრების განახლება და ახალი გეგმების რეალიზაციის დაწყება. მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა და სენტიმენტალურობა ადამიანთა ხასიათში, გაძლიერდება რომანტიკული განწყობებიც.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტერფებს, მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემებს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. კარგია მონოდიეტა, ზედმეტი საკვების მიღებას მოერიდეთ.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთული და ნეგატიურია მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის, დაპირებების გაცემისთვის, სესხის აღებისა და გაცემისთვის, ასევე ანალიზების ჩაბარებისთვის. მოიმატებს ტყუილებისადმი მიდრეკილება. ამავდროულად, დღე კარგია ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის, მგზავრობისთვის, იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, კაპიტალდაბანდებისა და ქორწინებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – გიშერი, მარგალიტი, მარჯანი და ამეთვისტო დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს. ფერებიდან ხელსაყრელია იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ფირუზისფერი და ლურჯი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები