მზე დღეს იმყოფება მერწყულის თავისუფლებისმოყვარე, რეფორმატორული სულისკვეთებისა და მეგობრულ ნიშნაში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ თევზებში. ამ ასტროლოგიური გავლენების შედეგად აღნიშნული ტენდენციები მკვეთრად აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაში.
დღის რეკომენდაციები – დღე მთლიანობაში ხელს უწყობს მოულოდნელ გადაწყვეტილებებსა და საინტერესო ინიციატივებს. შესაძლებელია ცხოვრების გარკვეული მიმართულებით რეფორმირება და განახლება.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზების გამოვლენა და ურთიერთობების პოზიტიურად განვითარება.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლიმფურ და ნერვულ სისტემას, თერფების ზონას, მხედველობასა და ენდოკრინულ სისტემას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ მასაჟს, ექსკურსიებსა და ანალიზების ჩატარებას. მოსალოდნელია ალერგიული შეშუპებები, ამიტომ აკონტროლეთ საკვებისა და სასმელის ხარისხი. საკვებ რაციონში სასურველია მაწონი, თაფლი, კვერცხი და თევზეული.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს ფოტოგრაფიას, კულინარიას და შემოქმედებით საქმიანობას. რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ახალი საქმის დაწყებისგან, სესხის აღების ან გაცემისგან, ახალი ფეხსაცმლის ყიდვისა და ჩაცმისგან, ასევე საიდუმლო საქმეებისგან. ამასთან, დღე კარგია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის, მათ შორის საელჩოების დონეზე, კაპიტალდაბანდებებისთვის, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საქველმოქმედო აქციებისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, საჯარო გამოსვლებისა და ქორწინებისთვის.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ფერებიდან ხელსაყრელია ვერცხლისფერი, იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროსა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.