LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3383
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 17:18 საათიდან დაიწყება და 17:30 საათამდე გაგრძელდება. ამ მოკლე მონაკვეთში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაცია – დღე მთლიანობაში ხელსაყრელია ძველი დოგმებისგან გათავისუფლებისთვის, ლოცვისთვის და ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებისთვის. ამასთან, სასურველია მოერიდოთ ახალი, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, ახალი ფეხსაცმლის ყიდვასა და ჩაცმას. ნუ გასცემთ დაპირებებს და მოერიდეთ საიდუმლო საქმიანობას, რადგან მსგავსი საკითხები ადვილად შეიძლება გახდეს საჯარო.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მნიშვნელოვანია თავშეკავება, ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული, სულსწრაფი, ხისტი ან უხეში. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს.

ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია კანის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელების, ენდოკრინული სისტემისა და ნაწლავების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტერფების ზონას, მხედველობას, ლიმფურ და ნერვულ სისტემებს, ასევე თავის არეს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ გადაღლას, ანალიზების ჩაბარებასა და ექოსკოპიურ გამოკვლევებს.

პოზიტიური ტენდენციები – დღე კარგია ქველმოქმედებისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხელსაყრელია მგზავრობა და მოგზაურობა, სპონსორების მოძიება, საჯარო გამოსვლები. დღე ასევე უწყობს ხელს ქორწინებას, ნადირობასა და თევზაობას, იურიდიულ საქმეებსა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებას.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი და იაგუნდი. ფერებიდან ხელსაყრელია იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი, წითელი და ყვითელი – ისინი აძლიერებენ შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დღის განმავლობაში. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები